ამაზე მოაწერა ხელი “ნაცმოძრაობის” მოღალატეობრივმა რეჟიმმა – გიორგი გამსახურდია

ამაზე მოაწერა ხელი “ნაცმოძრაობის” მოღალატეობრივმა რეჟიმმა – გიორგი გამსახურდია
გიორგი გამსახურდია, ჰაიდი ტალიიავინის დასკვნის ერთ-ერთ პუნქტს, სადაც აღნიშნულია, რომ “ღია საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით ცხინვალის და მისი მიმდებარე ტერიტორიების წინააღმდეგ 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს. ოპერაცია ქართული მხარის მასიური საარტილერიო შეტევით დაიწყო“, სოციალურ ქსელში აზიარებს და აღნიშნავს, რომ ამაზე ხელი “ნაცმოძრაობის” მოღალატეობრივმა რეჟიმმა მოაწერა. გამსახურდიას განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას”, მხოლოდ საკუთარი დამკვეთების ხმა ესმის და ძალაუფლების სანაცვლოდ, დღესაც მზად არიან, რომ ქვეყანა რუსეთს ჩააბარონ, ვინაიდან, ანგარებისა და პირადი გამორჩენის მიზნით, ამ ძალას ყველაფერზე წასვლა შეუძლია. “აი ამაზე მოაწერა ხელი, ნაცმოძრაობის მოღალატეობრივმა რეჟიმმა.
სამართლებრივად და იურიდიულად რომ უხსნის ირაკლი , მოღალატეები ხართო, არ ესმით. ხალხი ეუბნება იგივეს, არც ეგ ესმით. ერთი თავიანთი დამკვეთების ენა ესმით და დღესაც მზად არიან, ძალაუფლების სანაცვლოდ, ქვეყანა ჩააბარონ რუსებს. წარმომიდგენია, რომ არ მოსულიყო, რას მოიმოქმედებდნენ კიდევ, ეს შეჩვენებულები. თავიანთი პირადი ანგარების და გამორჩენის მოზნით, ყველაფერზე წამსვლელი ძალაა, საერთოდ ყველაფერზე. P.S. ომის დღეებში, რამდენი საშინელება და უმსგავსოება ვნახე, მაგათი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მხრიდან, მაგას ცალკე დავწერ” – წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა მკაფიო ხედვითა და სტაბილურობის შენარჩუნების იდეისადმი ერთგულებით, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რომელიც ღიაა ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის და ნებისმიერი სტუმრისთვის

ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს, რომელიც მარტივ საგადასახადო პოლიტიკას ეფუძნება, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ რამდენიმე გადასახადი არსებობს – დაბალი განაკვეთითა და მინიმალური ბიუროკრატიით, უზრუნველყოფილია ხელსაყრელი და მომგებიანი გარემო ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად