ალუდა ღუდუშაური – 12 წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოში არ არის არცერთი გასაჩივრებული საქმე, რომელიც ეხება პოლიტიკურ დევნას, პოლიციის მხრიდან უფლების გადამეტებას, ადამიანის ღირსების შელახვას და კანონიერების დარღვევას

12 წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოში არ არის არცერთი გასაჩივრებული საქმე, რომელიც ეხება პოლიტიკურ დევნას, პოლიციის მხრიდან უფლების გადამეტებას, ადამიანის ღირსების შელახვას და კანონიერების დარღვევას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის” ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.
ს შეფასებით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს პოლიცია გახდა საქართველოს მოქალაქის მეგობარი – პოლიცია გახდა არა საკუთარი ხალხის მჩაგვრელი, არამედ ხალხის მეგობარი.
„დღეს მინისტრის ანგარიშში მოვისმინეთ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის შესახებ და მინდა გულისტკივილი გამოვთქვა, რომ ამ დარბაზში ოპონენტებისგან ისმოდა კითხვები, რომელსაც ამ ყველაფერთან საერთო არ ჰქონდა. სიცრუეს და ბოროტებას წერტილი ხომ უნდა დაესვას. დღეს ამ დარბაზში ოპონენტებისგან არ ისმოდა საკითხები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო პრეროგატივაა. სულ ჩასაფრებულის პოზიციაა. აღარაფერს ვამბობ იმ ნიაღვარზე, რომელიც ცილისმწამებლური ხასიათის არის”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.