ალუბლის მწარმოებლების რეიტინგში საქართველო მეზობელ ქვეყნებს ჩამორჩება – FAO

მსოფლიოში ალუბლის მწარმოებლების რეიტინგში საქართველო 37-ე ადგილზეა და რეგიონში მეზობელ ქვეყნებს ჩამორჩება. ინფორმაციას Food and Agriculture Organization-ზე (FAO) დაყრდნობით Ranking royals-ი ავრცელებს. FAO-ს მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ 7100 ტონა ალუბალი აწარმოვა.
რეიტინგში პირველ ადგილზე თურქეთია 656 041 ტონა ალუბლის წარმოებით, სამეულშია ჩილე და უზბეკეთი 443 000 და 217 000 ტონამდე ალუბლის წარმოებით.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან 11-ე ადგილზეა (59 400 ტონა), მე-12 – (58 180 ტონა), 27-ზე – სომხეთი (11 800 ტონა), 30-ზე აზერბაიჯანი (11 500 ტონა).
მსოფლიოში ალუბლის მწარმოებელთა რეიტინგში პირველი ათეული ასეთია:
თურქეთი – 656 041 ტონა;
ჩილე – 443 000 ტონა;
უზბეკეთი – 217 000 ტონა;
– 210 000 ტონა;
ესპანეთი – 116 000 ტონა;
იტალია – 108 000 ტონა;
ირანი – 105 000 ტონა;
საფრანგეთი – 85 000 ტონა;
პოლონეთი – 76 700 ტონა;
სირია – 71 500 ტონა.

ასევე დაგაინტერესებთ