ალტე უნივერსიტეტის ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი – „NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ – „Skill Issue“ გლობალურ ნომინანტებს შორისაა

ზუგდიდში, ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით მსოფლიოს ყველაზე დიდი ჰაკათონი – NASA International Space Apps Challenge 2025 გაიმართა. ღონისძიება მონაწილეებს 4–5 ოქტომბერს მასპინძლობდა.
ჰაკათონის “NASA Space Apps Challenge 2025 Zugdidi“ გამარჯვებული გუნდი – “Skill Issue“ გახდა, რომელიც გლობალურ ნომინანტებს შორის დასახელდა! მათი პროექტი „Sateliko“, მსოფლიოს მასშტაბით, 11,500-ზე მეტი ინიციატივიდან შეირჩა.
ზუგდიდის გუნდმა იმუშავა გამოწვევაზე – “Commercializing Low Earth Orbit (LEO)” და შექმნა ინოვაციური პროტოტიპი – „Sateliko“. ეს არის დისტანციური ავტომატიზებული სახელოსნო, რომელიც ხელახალი გამოყენების ნანო-თანამგზავრების წარმოების შესაძლებლობას ქმნის. მისი მიზანია, სტუდენტებსა და მეცნიერებს მისცეს შესაძლებლობა, გამოიკვლიონ დაბალი ორბიტა რაკეტის გაშვების საჭიროების გარეშე.
გუნდის Skill Issue წევრები არიან:
· დავით ტატუნაშვილი
· ანი ხარზიანი
· ლაზარე ჩაჩუა
· გუგა მუჩიაშვილი
· ალექსანდრე მუჯირი
· ანტონ სვარიჩევსკი
ჰაკათონის მიმდინარეობისას გუნდს მენტორობას უწევდნენ ალტე უნივერსიტეტის ლექტორები – გიორგი თაყაძე და გიორგი გრიგოლია და იდეის განვითარებისა და პროტოტიპის შედგენის პროცესში ეხმარებოდნენ.
Space Apps Challenge არის ყოველწლიური გლობალური ინოვაციური პროექტი, რომელსაც -ის კოსმოსური სააგენტო – NASA უწევს ორგანიზებას. ჰაკათონში ყოველწლიურად ათასობით ადამიანი მონაწილეობს მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყნიდან.
2025 წლის ჰაკათონის თემა იყო – “Learn, Launch, Lead!” და ახალგაზრდებისთვის ისეთი გარემოს შექმნას ისახავდა მიზნად, სადაც ინოვაციური იდეები რეალურ გამოწვევებზე მუშაობით ყალიბდება.
ალტე უნივერსიტეტი “Skill Issue“-ს ულოცავს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და კვლავ აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდებისთვის საინტერესო ინოვაციური პროექტების შეთავაზებას.
(R)