„ალტაში“ ნამდვილი შავი პარასკევია

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ალტაში“ Black Friday დაიწყო. მათ ვისაც ტექნიკის შეძენა სურს, ახლა სწორედ ის დროა, რომ თქვენი სასურველი ნივთები საუკეთესო ფასად შეიძინოთ.
მაშ ასე, „ალტაში“ Black Friday-ს შეთავაზებები ტექნიკის მრავალფეროვან ასორტიმენტზე ვრცელდება: ტელევიზორები – 40%-მდე ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ, მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა კი – 50%-მდე ფასდაკლებით, აქსესუარებზე – 70%-მდე ფასდაკლება ვრცელდება. ლეპტოპები 40%-მდე ფასდაკლებით არის წარმოდგენილი და მათ შეძენას 499 ლარიდან შეძლებთ. სმარტფონებზეც ვრცელდება შავი პარასკევის შეთავაზებები: Samsung-ის ფლაგმანური მოდელების შეძენას 1000 ლარამდე ფასდაკლებით შეძლებთ.
„ალტას“ სარეკლამო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული ყველასათვის საყვარელი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოთა არველაძე, რომელიც „ალტას“ სტრატეგიული პარტნიორი გახდა.
„ალტასა და შოთა არველაძის კოლაბორაცია შემთხვევითი არ არის, რადგანაც როგორც „ალტას“, ასევე შოთას გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, რაც მუდმივ განვითარებასა და მაღალი სტანდარტებისკენ სწრაფვას გულისხმობს.
შოთასა და „ალტას“ საერთო კოლაბორაციას ვიხილავთ ახალ წელსაც. ასევე, ჩვენს აუდიტორიას მრავალი საინტერესო პროექტით გავანებივრებთ” – განუცხადეს Business Insider Georgia-ს „ალტაში“.
,,შავი პარასკევის” შეთავაზებები ,,ალტაში” 30 ნოემბრის ჩათვლით იქნება აქტიური.
შეგახსენებთ, რომ ,,ალტას” ყველა კატეგორიის ტექნიკა მოწოდებულია მხოლოდ საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობისგან, შესაბამისად ყველა სახის პროდუქციაზე ვრცელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარანტია და მომსახურება.
დეტალური ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ: https://alta.ink/BF
(R)