ალონსო “რეალის” ჩაბარებას ერთი პირობით დათანხმდება

El Gol Digital-ის ინფორმაციით, ხაბი ალონსო მომდევნო სეზონიდან “რეალის” ჩაბარებაზე თანახმაა, თუმცა ერთი პირობა აქვს.
ესპანელმა მადრიდულ გუნდს შეუთვალა, რომ მისი ამჟამინდელი კლუბიდან შემტევი ფლორიან ვირცის ტრანსფერი განახორციელონ, რადგან ის გერმანელ ფეხბურთელში დიდ ტალანტს ხედავს.
ესპანურ მედიაში უკვე დიდი ხანია იწერება, რომ “ბლანკოსის” რიგებს სეზონის ბოლოს მოქმედი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი დატოვებს და მისი შეცვლის მთავარი კანდიდატიც სწორედ ალონსოა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში