ალი ბაბაევი, რომელიც ალეკო ელისაშვილს ხელის დარტყმაში ადანაშაულებს, მომხდარის დეტალებს ჰყვება

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი აცხადებს, რომ მას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც ბაბაევი „ინტერპრენიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, შემთხვევა გუშინ, საღამო საათებში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან მოხდა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მომხდარის შედეგად კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა უკვე გამოწერეს.
„დაახლოებით, 18:00 საათზე, ფილარმონიის ტერიტორიაზე, აფთიაქში შევდიოდი წამლის საყიდლად. ამ დროს ჩემს უკან ბევრი ხალხი იყო. აქციაზე მიდიოდნენ. მესმოდა, რომ ზურგს უკან მლანძღავდნენ. ყველანაირ ბინძურ სიტყვებს ამბობდნენ ჩემი და ჩემი გუნდის წინააღმდეგ. ამბობდნენ, რომ მე ს მონა ვარ, მაგინებდნენ. შევტრიალდი და დავინახე ალექსანდრე ელისაშვილი. ვიფიქრე, ხომ არ გააფრინა-მეთქი, „რა დღეში ხარ ბიჭო“-თქო. მითხრა, შენ გეუბნები, შენი დედაო… დავიწიეთ-გამოვიწიეთ და უცბად დამარტყა. შემდეგ სასწრაფო გამოიძახეს და საავადმყოფოში ვიყავი. დღეს გამომწერეს,“ – განაცხადა ბაბაევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შეიქმნა და „ქართული ოცნების“ რიგ წარმომადგენლებს გაუუქმდებათ ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლება, მისი გამოყენება ვვარაუდობ, რომ სწორედ საქართველოს შემთხვევაში მოხდება

მიხეილ სააკაშვილი – გახარია ყოველთვის იყო რუსეთის ოფიციალური აგენტი და ივანიშვილის პროექტი – ძნელია არ დაინახო, რომ გარდა რუსული წარმომავლობისა, მას „ქოცებთან“ აერთიანებს უტიფრობა და პათოლოგიური მატყუარობა