“ალილოს” ტრადიცია წელსაც უცვლელია – შობის მახარობლებმა დედაქალაქში საზეიმო მსვლელობა გამართეს

პირველი რესპუბლიკის მოედნიდან “ალილოს” მსვლელობა დღის 14:00 საათზე დაიწყო. უდიდესმა საეკლესიო დღესასწაულმა მართლმადიდებლები კიდევ ერთხელ გააერთიანა. სასულიერო პირებთან და მოქალაქეებთან ერთად, “ალილოს” მსვლელობაში მონაწილეობა, მერიისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც მიიღეს.
მსვლელობის მონაწილეებმა გზად სურსათი, ტკბილეული და ტანსაცმელი შეაგროვეს. მეალილოები, ტრადიციულად, პარლამენტის შენობასთან შეჩერდნენ, სადაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები შეუერთდნენ.
შობისთვის მომზადებული საჩუქრები მეალილოეებმა საკრებულოს დეპუტატებისგანაც მიიღეს.
თავისუფლების მოდენაზე მსვლელობა ორად გაიყო. მეალილოეებმა შობის დღესასწაული პატრიარქს მიულოცეს.
მსვლელობის მონაწილეთა მეორე ნაწილი სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართა, სადაც სასულიერო პირებმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს. შეგროვებული ნივთები კი, ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მიიტანეს.
საშობაო ალილოს მსვლელობა საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა. ქართლში, კახეთში, გურიაში, სამეგრელოში., იმერეთსა და აჭარაში საყოველთაო სიხარული ერთმანეთს გაუზიარეს.
თბილისსა და რეგიონებში შეგროვებული საჩუქრების გადახარისხება და გადანაწილება ხვალიდან დაიწყება. ნობათი ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, 9 იანვარს გადაეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად