ალიევმა ყარაბაღში ფეხბურთში აზერბაიჯანის თასის მატჩი გახსნა

დღეს, 21 დეკემბერს, მთიანი ყარაბაღის დედაქალაქში ხანქენდი/სტეპანაკერტი, რომელზეც აზერბაიჯანულმა მხარემ 2023 წლის სექტემბერში სრული კონტროლი დაამყარა, ფეხბურთში აზერბაიჯანის თასის მატჩი გაიმართა.
სტადიონზე თამაშს აზერბაიჯანის პრეზიდენტი და მისი ცოლი მეჰრიბან ალიევა დაესწრნენ.
თამაშის დაწყებამდე სტადიონზე აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა
მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. სომხური მხრიდან დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი. 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი დევნილის სტატუსით საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.