ალიევმა აზერბაიჯანის სსრკ-ს შემადგენლობაში შესვლას ოკუპაცია უწოდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ 1918 წელს ჩამოყალიბებულმა აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ორი წლის შემდეგ რუსული ძალების მიერ ოკუპაციის შედეგად არსებობა შეწყვიტა.
მისი თქმით, ქვეყნის სსრკ-ში შესვლის გამო, აზერბაიჯანის ტერიტორია ორ ნაწილად იქნა გაყოფილი.
„ბოლშევიკებმა, რომლებმაც 1917 წლის რევოლუცია განახორციელეს, ხალხი მოატყუეს. მათი ლოზუნგები იყო: „ქარხნები და ფაბრიკები მუშებისთვის, მიწა გლეხებისთვის, თავისუფლება ხალხებისთვის“. ჩვენ შევქმენით ჩვენი საკუთარი სახელმწიფო. მაგრამ ბოლშევიკებმა ის წაგვართვეს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა „ალ არაბიასთან“ ინტერვიუში.
ამ გზით აზერბაიჯანის ლიდერმა ახსნა, თუ საიდან გაჩნდა ზანგეზურის დერეფნის შექმნის საჭიროება – სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც სომხეთის სიუნიქის რეგიონის გავლით აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებს მის ექსკლავთან (ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან) დააკავშირებს.

ასევე დაგაინტერესებთ