ალიევი: 2024 წელს აზერბაიჯანის სამხედრო წარმოებაში მილიარდი მანათი ჩაიდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2024 წელს აზერბაიჯანის სამხედრო წარმოებაში ერთ მილიარდი აზერბაიჯანულის მანათის ინვესტიცია ჩაიდება – დაახლოებით 590 მილიონი დოლარი.
პრეზიდენტის განცხადებით, ინვესტიციები განხორციელდება „სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ“ და ადგილობრივი სამხედრო წარმოების „მოცულობა და შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“.
მიმართვაში მან ისაუბრა სამხედრო წარმატებაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, – რომელზეც 2023 წელს საბოლოოდ დაამყარა კონტროლი, – და თქვა, რომ სხვადასხვა ქალაქში დევნილები მალე დაბრუნდებიან.
საახალწლო მიმართვაში მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კოლექტიური „დასავლეთი“ „ორმაგ სტანდანდარტებში“ და „უსაფუძვლო ბრალდებებში“.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა