ალიევი მადლობას უხდის კობახიძეს, რომ პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმა – პრესსამსახური

დღეს, 17 დეკემბერს, ბაქოში გაიმართა შეხვედრა “ქართული ოცნების” პრემიერ სა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის.
კობახიძის პრესსამსახურის ცნობით, ს “საპარლამენტო ს შემდეგ დაგეგმილ პირველ უცხოურ ვიზიტზე” ესაუბრა.
“საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ და ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს – ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ და ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს და ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ,” – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
გარდა ამისა, როგორც პრესსამსახურის განცხადებაში წერია, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კობახიძეს “არჩევნებში გამარჯვება” კიდევ ერთხელ მიულოცა.
“ორიოდე თვის წინ შეგხვდით ბაქოში და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ COP2029-ში მონაწილეობისთვის, რომელიც ბაქოში გაიმართა. ათი თვით ადრე თქვენ აზერბაიჯანში ბრძანდებოდით. ბოლო ათი თვის განმავლობაში მესამე ვიზიტია აზერბაიჯანში და ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან ღრმა და არსებითია ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ეს კონკრეტული ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, იმდენად, რამდენადაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც საქართველოში გაიმართა, ეს თქვენი პირველი უცხოური ვიზიტია და ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოგილოცავთ გამარჯვებას „ქართულ ოცნებას“, პარტიას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ და გისურვებთ თქვენ და თქვენს მთელ გუნდს განახლებულ წარმატებას. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ და ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს და ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ,” – განაცხადა ილჰამ ალიევმა.