ალექსი თირქია: ვის უნდა მივმართო, როცა სამართალი ჩუმია?” დამნაშავე დღემდე თავისუფალია. მე კი ტრავმირებული დავდივარ

“ვის უნდა მივმართო, როცა სამართალი ჩუმია?” დამნაშავე დღემდე თავისუფალია.
მე კი ტრავმირებული დავდივარ – თავზე ძვლის გარეშე, ტკივილით, შიშით და უპასუხოდ.
დღემდე არცერთი უწყება არ შემხებია, არცერთი ხმა ხელისუფლებიდან, არცერთი დახმარება სახელმწიფოსგან.
სადაა კომპენსაცია, როცა ადამიანი ასეთ დღეშია მიყვანილი?
სადაა ზრუნვა, როცა მოქალაქეს სიცოცხლე დაუნგრიეს?
რატომ არავინ სვამს კითხვას – რატომ არ დაისაჯა დამნაშავე?
რატომ მე უნდა ვატარებდე შედეგებს, როცა სხვები პასუხისმგებლობას არ გრძნობენ?
სისტემა, რომელიც თვალებს ხუჭავს ტრაგედიაზე, თანდათან თავად ხდება თანამონაწილე.
მე კი დღესაც ვდგავარ კითხვით – ვის მოვთხოვო პასუხი, როცა სამართალი დუმს?” – წერს პროდასავლურ აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა ახალი საცურაო კომპლექსი გახსნა და როგორც წესი და რიგია, პირადად ამოწმებს ხარისხს. ოღონდ, ამოწმებს უშუალოდ აუზში მყოფ ხალხთან ერთად… (ვიდეო)