ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე: ადამიანს, რომელთანაც აქვთ კითხვები, რომელზეც აქვთ ზეწოლა, უპირებენ ელჩობას?! კაცს ავიწროებდნენ და თავისუფლად გადიოდა [საზღვრებს გარეთ]- ლოგიკაში ჯდება?!

ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე: ადამიანს, რომელთანაც აქვთ კითხვები, რომელზეც აქვთ ზეწოლა, უპირებენ ელჩობას?! კაცს ავიწროებდნენ და თავისუფლად გადიოდა [საზღვრებს გარეთ]- ლოგიკაში ჯდება?!
უმცროსი შვილის, მომსახურე ქალბატონის, ჩემი უახლოესი ადგილობრივი მეგობრების თანდასწრებით ვის უნდა ჰქონოდა ზეწოლა? მე, მამამისს, თუ მის სიძეს? – ასე უპასუხა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა, სასამართლოში შესვლამდე ჟურნალისტის შეკითხვას თორნიკე რიჟვაძის მიმართ ზეწოლის განხორციელებაზე.
ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე ზეწოლის განხორციელების ფაქტს გამორიცხავს, რამდენადაც მას შეეძლო დაუბრკოლებლად დაეტოვებინა საქართველოს საზღვრები და დაეკავებინა ელჩის თანამდებობა მომავალში.
„ადამიანთან, რომელთანაც აქვთ კითხვები, რომელთანაც აქვთ ზეწოლა, ანუ მას უპირებენ ელჩობას?!
ჩვენ ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ვიმყოფებოდით გერმანიაში. მე და მაგდა თვალის პრობლემასთან დაკავშირებით წავყევით მიუნხენში გამოკვლევაზე. მე როცა მთხოვა წაყოლა შესაბამისად ვუთხარი, რომ მინისტრს უნდა შევუთანხმო შვებულება ავიღო, დამცინოდა აი ხედავ, რა კარგია თავისუფლებაო, მე ბილეთი ავიღე და მივდივარო და შენ ვინმეს უნდა შეუთანხმოო. ანუ კაცს ავიწროებდნენ ზეწოლის ქვეშ იყო და გასვლა-გამოსვლა ჰქონდა ოჯახთან ერთად თავისუფალი?! ლოგიკაში ჯდება ეს?!“- აცხადებს ალექსი ახვლედიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში