ალექსეი ნავალნი რუს ხალხს: “არ დანებდეთ”

, ს ოპოზიციის ყველაზე ცნობილი ლიდერი, პარასკევს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც გონება დაკარგა და დაეცა სასჯელაღსრულების კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა, – განაცხადა რუსეთის ციხის სამსახურმა.
მან ბევრი რუსული ოპოზიციური წრის აღფრთოვანება დაიმსახურა 2021 წელს გერმანიიდან რუსეთში ნებაყოფლობით დაბრუნების გამო. მან გერმანიაში მკურნალობა გაიარა ციმბირში ნერვული აგენტით მოწამვლის მცდელობის შემდეგ.
ვინ იყო ნავალნი?
ყოფილმა ადვოკატმა, ნავალნიმ პოპულარობა მოიპოვა ბლოგებით, რომლებშიც ის საუბრობდა რუსულ ელიტაში კორუფციაზე და აღწერდა რუსეთის ხელისუფლებას, როგორც “თაღლითებსა და ქურდებს”.
ნავალნი 2000-იან წლებში რუსეთის ნაციონალისტურ მარშებში მონაწილეობდა, იმიგრაციის შეზღუდვის მოწოდებით გამოდიოდა და კრიტიკა დაიმსახურა კიდეც, ზოგის თქმით ზედმეტად ნაციონალისტური შეხედულებების გამო, რამაც მისი გარიცხვა გამოიწვია ლიბერალური ოპოზიციური პარტიია „იაბლოკოდან“ 2007 წელს.
ნავალნის განცხადებებს კრიტიკა მოჰყვა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს, როცა მან ქართველები ომის პროვოცირებაში დაადანაშაულა და ფიქრობდა, რომ რუსეთს საქართველოზე ფრთოსანი რაკეტა უნდა დაეშინა. მოგვიანებით, მან რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში აღნიშნულის გამო.
ამას გარდა, მას ხშირად აკრიტიკებდნენ ყირიმთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, რომელიც მან მოგვიანებით უკან წაიღო.
ნავალნის ვიდეოებში საუბარი იყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და მისი ელიტის წევრების დიდ შემოსავლებზე, სახლებზე, სიმდიდრეზე. ვიდეოები მოიცავდა დრონის კადრებს და ილუსტრაციებს.
როდესაც 2011 წლის დეკემბერში პუტინის წინააღმდეგ ე.წ. „ბალოტნაიას“ დემონსტრაციები დაიწყო არჩევნების გაყალბების ბრალდებებით, ის იყო ოპოხიციის ერთ-ერთი პირველი ლიდერი, რომელიც დააკავეს.
რას ამბობს კრემლი?
კრემლმა განაცხადა, რომ პუტინს ინფორმაცია მიაწოდეს მისი გარდაცვალების შესახებ.
რუსი ოფიციალური პირები ნავალნის მიიჩნევენ ექსტრემისტად, რომელიც იყო -ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მარიონეტი, რომელიც, მათი თქმით, აპირებს რევოლუციის მოწყობას რუსეთში.
ნავალნი არაერთხელ დააკავეს საზოგადოებრივი მიტინგების ორგანიზებისთვის და ის არაერთხელ იქნა გასამართლებული კორუფციის, ფულის გაფლანგვისა და თაღლითობის ბრალდებით. მისი თქმით, ბრალდებები მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
2023 წელს ნავალნის დამატებით 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში.
მოწამვლა
2020 წლის აგვისტოში ნავალნი ავად გახდა ტომსკიდან მოსკოვში ფრენისას. პილოტმა ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა. ის კომაში ჩავარდა, რის შემდეგაც ბერლინში გადაიყვანეს, სადაც გერმანულმა ტესტებმა დადგინდა, რომ ის ნოვიჩოკით, – საბჭოთა კავშირში შექმნილი ნერვული აგენტით მოწამლეს.
კრემლმა ბრალდებები, რომ მოწამვლის უკან მისი უსაფრთხოების სამსახურები იყვნენ, უარყო. პუტინმა თქვა, რომ „ვინმეს მისი მოწამვლა რომ ნდომოდა, ამას გააკეთებდნენ“.
2021 წელს, ის უკან რუსეთში დაბრუნდა და აეროპორტშივე დააკვეს. CNN-თან საუბრისას გერმანიაში ყოფნის დროს და რუსეთში დაბრუნებამდე, იმაზე, თუ რას ეტყოდა ის მის მომხრეებს ამ შემთხვევაში, ნავალნიმ უპასუხა:
”თუ ისინი გადაწყვეტენ ჩემს მოკვლას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წარმოუდგენლად ძლიერები ვართ და უნდა გამოვიყენოთ ეს ძალა და არ დავნებდეთ”, – თქვა მან. “ჩვენ არ ვიცით, რამდენად ძლიერები ვართ სინამდვილეში“.

ასევე დაგაინტერესებთ