პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე მისვლისა და ნებისმიერი კანდიდატის შემოხაზვისკენ მოუწოდებს, გარდა ვლადიმერ პუტინისა.
„საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება. ამ დღეს ყველას მოვუწოდებთ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მისცენ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. ამის გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერი სხვა კანდიდატის შემოხაზვის გზით“, – გავრცელდა ნავალნის მიმართვა მის ბლოგზე.
როგორც meduza წერს, პოლიტიკოსის მხარდამჭერებმა ასევე გამოაცხადეს რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ კამპანიის დაწყება. მათ ვებგვერდი „რუსეთი პუტინის გარეშე“ გახსნეს, რომელზეც ვკითხულობთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილი 100 დღის განმავლობაში „თითოეულმა აქტიურმა მოქალაქემ“ უნდა დაისახოს მარტივი მიზანი და მინიმუმ 10 ადამიანი დაარწმუნოს, დაუპირისპირდნენ პუტინს.