გადაიყვანეს კოლონიაში „პოლარული მგელი“

რუსი ოპოზიციონერი კოლონიაში „პოლარული მგელი“ გადაიყვანეს, რომელიც იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარეობს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

ნავალნისთან კავშირი 3 კვირა არ იყოს და მისმა ნათესავებმა და ახლობლებმა დაკავებული პოლიტიკოსის ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი იცოდნენ.

„ალექსეი ნავალნი ვიპოვეთ. ის იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის დასახლება ხარპში, კოლონიაში „პოლარული მგელი“ იმყოფება. მას ადვოკატი უკვე შეხვდა. ალექსეი თავს ნორმალურად გრძნობს“, – დაწერა X-ში ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა.

როგორც რუსეთის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორმა ივან ჟდანოვმა განაცხადა, ალექსეი ნავალნი ერთ-ერთ ყველაზე შორს მდებარე კოლონიაში, რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში გადაიყვანეს.

„იქ საკმაოდ რთული პირობებია. მუდმივი ყინვის რეგიონია. ძალზე რთულია იქ მისვლა. კოლონიაში წერილების მიტანის სერვისი არ არსებობს. ადვოკატი იქ იყო, მაგრამ მას საკმაოდ დიდი ხანი ცდა მოუწია, რომ ალექსეის შეხვედროდა“, – ამბობს ჟდანოვი.

ალექსეი ნავალნისთან კავშირი 6 დეკემბრის შემდეგ არ ყოფილა. თავიდან მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებდნენ, ხოლო შემდეგ ადვოკატებს უთხრეს, რომ ნავალნი „ვლადიმერის ოლქის ფარგლებს გარეთ გადაიყვანეს“, სადაც ის მანამდე სასჯელს იხდიდა.

კოლონია „პოლარულ მგელში“, სასჯელს, როგორც წესი, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები იხდიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან