ალექსეი ნავალნის მემუარები წიგნად გამოიცემა-იულია ნავალნაია

ს ქვრივმა იულიამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მზადება მისი მეუღლის მემუარების გამოქვეყნებისთვის. წიგნი უკვე 11 ენაზეა თარგმნილი და ოქტომბერში გამოვა, – დაწერა იულია ნავალნაიამ სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ ტვიტერში).

მისი თქმით, ალექსეი ნავალნიმ წიგნის წერა 2020 წელს მოწამვლის შემდეგ დაიწყო. ადრე მემუარების შესახებ არაფერი იყო ცნობილი.
წიგნი, რომლის სახელია „პატრიოტი“, გამომცემლობა Knopf-ი გამოსცემს და მისი საწყისი ტირაჟი 500 ათასი ეგზემპლარი იქნება, – იატყობინება New York Times-ი

გამომცემლის პრესრელიზში ნათქვამია, რომ მემუარები “გამოხატავს ნავალნის სრულ რწმენას, რომ ცვლილებებს წინააღმდეგობა არ შეიძლება და მათი დრო აუცილებლად მოვა.”
ნავალნი 16 თებერვალს არქტიკაში მდებარე სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გარდაიცვალა. ს ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მისი ოჯახი და თანამოაზრეები ამტკიცებენ, რომ პოლიტიკოსი მოკლეს. იულია ნავალნაიამ ამაში რუსეთის პრეზიდენტი დაადანაშაულა. კრემლი ამას უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ