ალექ­სეი ნავალნის დედა: “არ მინდა სამძიმარი”

რუ­სუ­ლი მე­დია აქ­ვეყ­ნებს რუსი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის ალექ­სეი ნა­ვალ­ნის დე­დის ლი­უდ­მი­ლა ნა­ვალ­ნა­ი­ას მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოსტს, რო­მელ­შიც ის წერს:

“არ მინ­და სამ­ძიმ­რის სი­ტყვე­ბის მოს­მე­ნა. 12 თე­ბერ­ვალს პა­ე­მან­ზე ვი­ყა­ვით. ვნა­ხეთ შვი­ლი კო­ლო­ნი­ა­ში, ცო­ცხა­ლი იყო, ჯან­მრთე­ლი, ბედ­ნი­ე­რი“.

რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის სიკ­ვდი­ლის ამ­ბა­ვი 16 თე­ბერ­ვალს, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გავ­რცელ­და. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ნა­ვალ­ნი ია­მა­ლის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე კო­ლო­ნი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

უწყე­ბის თა­ნახ­მად, ნა­ვალ­ნი გა­სე­ირ­ნე­ბის შემ­დეგ გახ­და ცუ­დად და მყი­სი­ე­რად გო­ნე­ბა და­კარ­გა. ად­გილ­ზე მი­სულ­მა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მებ­მა პა­ტიმ­რის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი ჯერ უც­ნო­ბია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი სენატორების წერილზე – არ არის სწორი, როდესაც შენ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას კანონთან დაკავშირებით, რომლის ანალოგიურიც შენთან დღესაც მოქმედებს, ასეთი მუქარის ტონით ესაუბრები