ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს

რუსი ოპოზიციონერის, ს გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ში ევროკავშირის ელჩი, ლოტე კნუდსენი ავრცელებს.
„ჩვენ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო აღშფოთებულები ვართ. მისი მოულოდნელი გარდაცვალების გარემოებების შესახებ რუსეთმა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება უნდა დაუშვას“, – განაცხადა ლოტე კნუდსენმა.
გაერო-ში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ გამოძიებას 43 სახელმწიფო ითხოვს და საბოლოო პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. ს ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ. ალექსეი ნავალნი 1-ელ მარტს, მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გიორგი ისაკაძემ თავად აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩართული იყო ბიზნესის რეკეტში – ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და მაღალი ტრიბუნიდან, მედიიდან გვესაუბრება

ანალენა ბერბოკი – საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ – განვიხილავთ შემდგომ ზომებს – ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ