ალექსანდრ სირსკი – ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ოკუპანტებმა სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა გააძლიერეს

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ოკუპანტებმა სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა გააძლიერეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
„მაისის დღესასწაულების დროს ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნის შესახებ გაკეთებული ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, ოკუპანტებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა, განსაკუთრებით პოკროვსკის მიმართულებით“, – განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ.
მისი თქმით, რუსული ძალები უკრაინელთა დაცვის ხაზების გარღვევასა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიღწევას ცდილობენ.
„ამ მიზნით, ს სარდლობა ყოველდღიურად ახალ დანაყოფებსა და ჯარისკაცებს სიკვდილისთვის აგზავნის და მოჩვენებითი წარმატებების შესახებ აცხადებს“, – აღნიშნა სირსკიმ.