ალექსანდრ სირსკი ს – უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს

უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ს განუცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ალექსანდრ სირსკიმ განუცხადა, რომ „უკრაინელმა ჯარისკაცებმა კურსკის ოლქში პოზიციები გაიმყარეს და სტაბილიზებული ტერიტორია გააფართოვეს“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
„მადლობა ყველა ჯარისკაცსა და მეთაურს, რომლებსაც რუსი სამხედროები ტყვეებად აჰყავთ და ამით ჩვენი ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პირების, რომლებიც ს ტყვეობაში იმყოფებიან, გათავისუფლებას აახლოებენ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელიას ადვოკატი – ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული – გამოდის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გმობს დემოკრატიულ უკუსვლას, თვითნებობას, პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად

რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში უკონტროლოდ, აგრესიულად იქცევა – ყველა, ვისაც ყალბი, შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია