ალექსანდრ ლუკაშენკო: ქართულ პროდუქციას ევროკავშირსა და -ში არ იღებდნენ, მათ „ჩვენ მოგვაკითხეს“

ბელარუსის დიქტატორი ლიდერის სკანდალური გაცნხადება – ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ “ქართულ პროდუქციას ევროკავშირსა და -ში არ იღებდნენ და ამიტომ მათ მიმართეს”.

ლუკაშენკამ მორიგ ჯერზე მიანიშნა საქართველოს დაახლოებაზე რუსეთსა და ბელარუსთან და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის მაგალითს კიევიც მიბაძავს.

“შეხედეთ რა ხდება, დღეს წავიკითხე, რომ საქართველოში უკვე არ გამორიცხავენ, რომ, ციტატას მოვიყვან, მათთვის შესაძლოა, ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ისინი დღეს ჩვენს ბაზარზე ყიდიან არა მხოლოდ ღვინოს, არამედ სხვა პროდუქციას, რომელსაც ვერსად წაიღებდნენ – არც ევროკავშირში, არც ამერიკაში არ იღებენ, იქ თავისი სიკეთე ჰყოფნით. სად მივიდნენ? მოგვაკითხეს ჩვენ და რუსეთს. ჩვენ საქართველოსთან მანამდეც ვთანამშრომლობდით. აი, გზა, რომელსაც უკრაინაც დაადგება. მაგრამ გვინდა კი ასეთი რთული გზა? არა“, – უთხრა ლუკაშენკამ ტელეკომპანია „Мир-ს” ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია

შალვა პაპუაშვილი – არის სურვილი, უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან – ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში