ალექსანდრ ვუჩიჩი – ჩვენ ევროპული ინტეგრაციის დაჩქარება გვსურს – ევროკავშირში ატმოსფერო არც ისე კარგია და დარწმუნებული ვარ, ეს მოსკოვში ვიზიტის გამოა, მაგრამ მჯერა, რომ ევროპა დამსახურებაზე დაფუძნებულ პროგრესს გაგებით მოეკიდება

ჩვენ ევროპული ინტეგრაციის დაჩქარება გვსურს, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოშტასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ევროკავშირში ატმოსფერო არც ისე კარგია. დარწმუნებული ვარ, ეს მოსკოვში ვიზიტის გამოა, მაგრამ მჯერა, რომ ევროპა დამსახურებაზე დაფუძნებულ პროგრესს გაგებით მოეკიდება“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას თქმით, მოხარულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სერბეთის მთავარ პრიორიტეტად რჩება.
„რაც უნდა გაკეთდეს, ეს მედიის თავისუფლება, კორუფციის აღმოფხვრა და საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაა. ჩვენი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ ელემენტს ს მიერ ში სასტიკი შეჭრის მკაფიო დაგმობა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად უკრაინის მხარდაჭერა წარმოადგენს“, – განაცხადა ანტონიო კოშტამ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის მოწოდებების მიუხედავად, სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი 9 მაისს მოსკოვში ჩავიდა და გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება