ალექსანდრე რაქვიაშვილი: უნგრეთში დიდი სკანდალია. “არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრში” ბავშვებზე ძალადობდნენ, მათ შორის სექსუალურად. ასეთი “ცენტრების” გახსნას აპირებს “ქართული ოცნება”

პოლიტიკოსი ალექსანდრე რაქვიაშვილი:
უნგრეთში დიდი სკანდალია. “არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრში” ბავშვებზე ძალადობდნენ, მათ შორის სექსუალურად. უკვე პროტესტი ორგანიზდება ორბანის წინააღმდეგ. თუმცა ორბანის ბედი მე ნაკლებად მაღელვებს. ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ასეთი “ცენტრების” გახსნას აპირებს “ქართული ოცნება” და ამით გეგმავს არასრულწლოვნებს შორის კრიმინალის შემცირებას.
“”ქართული ოცნების” და პოლიციის ხელში აღზრდილი ბავშვები” უკვე საშიშად ჟღერს, თუმცა ასეთი ცენტრები რომ ბავშვებზე ძალადობის მაღალ რისკებს აჩენს, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, და ეს კიდევ უფრო საშიშია. აგერ უნგრეთშიც იგივე მოხდა.
ჰოდა, ოცნების ინიციატივა, რომ არასრულწლოვანი დამნაშავეები ამგვარ ცენტრებში მოთავსდნენ – ისე უწყინარი არაა, ვიდრე ვინმეს ჰგონია. პირიქით, ის უამრავ რისკებს მოიცავს, მათ შორის იმისა, რაც უნგრეთში დაფიქსირდა, ხოლო სარგებელი მხოლოდ კანონპროექტის ავტორების ფანტაზიებში თუ დარჩება, რადგან ისედაც რთული ბედის ახალგაზრდა ასეთი “აღმზრდელების” ხელში რომ მოხდება, ის არასდროს დაადგება ნორმალური ცხოვრების გზას.

ასევე დაგაინტერესებთ