ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინელებს – როგორც ძველი პოლიტიკოსი, გეუბნებით: თუ მძინარე დათვთან ცხოვრობთ, ნუ გააღვიძებთ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, 2014 წელს კიევში მომხდარი „გადატრიალების“ შემდეგ, უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი რუსულის განადგურების კურსი დაისახა.
„როგორც ძველი პოლიტიკოსი, გეუბნებით: თუ მძინარე დათვთან ცხოვრობთ, ნუ გააღვიძებთ, იპოვეთ ნორმალური ურთიერთობა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, საომარი მოქმედებების გაგრძელებამ, შესაძლოა, უკრაინის არსებობის შეწყვეტა გამოიწვიოს.
„ჩემი აზრით, ის, შესაძლოა, რუკიდან გაქრეს“, – აღნიშნა ბელარუსის ლიდერმა.
მისი თქმით, თუ კონფლიქტი გაგრძელდება, ესკალაცია გაიზრდება და შესაძლოა, გლობალურ მასშტაბებს მიაღწიოს. ლუკაშენკომ დასავლეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდებისგან.
მისი მტკიცებით, ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს. ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევა უკრაინის პრეზიდენტ საც სურს, თუმცა კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით მათი შეხედულებები განსხვავებულია.