ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა

ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული სახელმწიფო გამოცემა „ბელტა“ ავრცელებს.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა შანსი, რომ უკრაინის საკითხი მომავალ წელს გადაწყდეს, ლუკაშენკომ უპასუხა:
„ვფიქრობ, არის შანსი. ჩვენ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მათთან, რათა გაიგონ, რომ ეს ერთადერთი შანსია. თუ ამას არ გამოიყენებენ, სრული კრახი იქნება. ზეწოლა უკვე ძალიან ძლიერია. თქვენ ალბათ ზელენსკის პრესკონფერენციიდან შენიშნეთ, რომ ის ამის გაგებას იწყებს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.