ალექსანდრე კრევო-ასათიანი – ხელისუფლებამ უნდა იაროს დასავლეთში იმისთვის, რომ ინვესტიციები მოიზიდოს და შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ამის ნაცვლად პოლიტიკურ კრიზისს გვთავაზობენ

ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იაროს დასავლეთში იმისთვის, რომ ინვესტიციები მოიზიდოს და შექმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, მაგრამ ამის ნაცვლად, გვთავაზობენ მხოლოდ პოლიტიკურ კრიზისს. გერმანიაში მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკის მოსასმენად იყო ჩასული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველო დღეს უფრო და უფრო იზოლირებული ხდება “ქართული ოცნების” პირობებში.
„წესით, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იმოგზაუროს გერმანიაში, საფრანგეთში, -ში, მთელ დასავლეთში იმისთვის, რომ ჩამოიტანოს აქ ინვესტიციები და საქართველოში შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ამის ნაცვლად კი, პოლიტიკურ კრიზისში ვართ ჩავარდნილი და მ ბერლინში სგან მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკა მიიღო. ივანიშვილის პარტიამ ან არ იცის ქვეყნის მართვა, ან კიდე მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ საქართველო იყოს მხოლოდ და მხოლოდ კრიზისში“, – განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.