ალექსანდრე კახა ლომაია: უშედეგობა, როგორც საუკეთესო შედეგი

პოლიტიკოსი, დიპლომატი ალექსანდრე კახა ლომაია:
უშედეგობა, როგორც საუკეთესო შედეგი
რეიგანის ტიპის რესპუბლიკელები (ამერიკაში ჯერ კიდევ გვხდებიან გადაშენების პირას მდგარი ამ ოდესღაც დიდებული პოლიტიკური სახეობის წარმომადგენლები) ტრამპს მოუწოდებენ პუტინთან შეხვედრა დატოვოს (walkout), თუკი მან დაინახა, რომ პუტინი მის გაცურებას ცდილობს, როგორც ეს 1986 წელს რეიგანმა გაუკეტა გორბაჩოვს.
ფოქს-ნიუსის ბრწყინვალე ჟურნალისტი ბრეტ ბაიერი ესაუბრა გადამდგარ გენერალ ჯეკ კინს, უკრაინის დიდ მხარდამჭერს, ომების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელს. წამყვანი და სტუმარი თანხმდებიან იმაზე, რომ უკრაინის მიერ დონეცკის ოლქის “გამაგრებული სარტყელის” დატოვება, რუსებს გზას გაუხსნის უზარმაზარი სივრცეებისკენ.
რეალისტები უნდა ვიყოთ. დრევანდელი შეხვედრიდან უკრაინისთვის სიკეთეს არ უნდა ველოდოთ. თუ ეს ორი რამეზე შეთანხმდა, ეს ან ცუდი იქნება, ან ძალიან ცუდი. ამიტომ, საუკეთესო შედეგი უშედეგობაა. ანუ, როგორც გენერალი კინი ურჩევს ტრამპს: walk out.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე