ალექსანდრე დარახველიძე ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობაზე – დადგენილია ქმედების სავარაუდო ჩამდენი პირი – შსს ახორციელებს ოპერატიულ ღონისძიებებს

შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სავარაუდო ბრალდებული დადგენილია.
დარახველიძის თქმით, ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბრალდების წარდგენისა, დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემის კუთხით.
-მ მყისიერად დაიწყო გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტრომ ასევე, გაავრცელა განცხადება. ამ ეტაპზე მინდა დაგიდასტუროთ, რომ დადგენილია აღნიშნული ქმედების სავარაუდო ჩამდენი პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბრალდების წარდგენისა და შემდგომ მისი დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემის კუთხით. შსს, ყველა სამართალდამცველი უწყება ახორციელებს ოპერატიულ ღონისძიებებს იმისათვის, რომ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირი დროულად წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ინფორმაციისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლევან ჯანგველაძე მოკლეს. სროლის შედეგად დაიჭრა ერთი პირი. დაჭრილი მამაკაცი სავარაუდოდ, მოკლული ჯანგველაძის თანმხლები იყო. არსებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს