ალექსანდრე დარახველიძე – აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ქვებს და ბოთლებს – დაშავდა 6 პოლიციელი, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი

აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ქვებს და ბოთლებს – დაშავდა 6 პოლიციელი, რომლებიც გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებში, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინდელმა აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო.
„საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შრის, ქვებს და ბოთლებს. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო 6-მა პოლიციელმა, რომლებიც სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებში,“ – განაცხადა დარახველიძემ.