ალეკო ელისაშვილი 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მომხრეა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, მომხრეა ოპოზიციამ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„მე ვყანყალებდი… მას შემდეგ, რაც ბადრის [ჯაფარიძე] და მამუკას [ხაზარაძე] დაადეს ბორკილები, იქ დამთავრდა ჩემი ყოყმანი. მე ვარ იმ პოზიციაზე, რომ აი, ამ თუნდაც წაგებულ ბრძოლაში შევიდეთ და მაგრად ვიბრძოლოთ… შეგვიძლია პროცესი ავაგოროთ, პროცესი დავძრათ და თბილისი და დიდი ქალაქები შეგვიძლია მოვიგოთ…“ – თქვა ალეკო ელისაშვილმა.
მომდევნო თვითმმართველობის 2025 წლის ოქტომბერში იმართება. იმის გამო, რომ ოპოზიციის ნაწილი არ ენდობა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არჩევნების ჩატარებას, უარს ამბობს მასში მონაწილეობაზე. უარის შესახებ გაცხადებული პოზიცია აქვთ „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასა“ და „კოალიციას ცვლილებისთვის“. მათ გარდა კიდევ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი: „გახარია – საქართველოსთვის“ ამბობს, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ძლიერი საქართველოს“ თქმით, კი ამ საკითხზე სასაუბროდ დისკუსია გახსნეს.
ფორუმი