ალეკო ელისაშვილი – ხელისუფლება მარეგულირებელ კომისიას, სინამდვილეში ცენზურის კომიტეტს იყენებს იმისთვის, რომ ცენზურა დააწესოს და აკრძალოს რეკლამა, რომელიც ჩვენი პარტიის სახელით ეთერებში გადის

ხელისუფლება მარეგულირებელ კომისიას იყენებს იმისთვის, რომ ცენზურა დააწესოს და აკრძალოს ის რეკლამა, რომელიც ჩვენი პარტიის სახელით ეთერებში გადის – მარეგულირებელმა, სინამდვილეში ცენზურის კომიტეტმა, ხელისუფლების დაკვეთით, ტელევიზიებში გაგზავნა წერილები, რომ კონკრეტული რეკლამა არ გაუშვან, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები გრძნობენ, რომ ხელისუფლებას დაკარგავენ და ამ შიშით ათას სისულელეს და უკანონობას ჩადიან.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდის წარმომადგენლები მოტყუებისა და გადაგდების გარდა ღია ღალატზე არიან გადასულები.
„ჩვენ ვხედავთ თუ როგორი შეშინებული, დაფეთებული და დაპანიკებულია ხელისუფლება. გრძნობენ ისინი, რომ არიან აბსოლუტურად გაკოტრებულები. გრძნობენ, რომ არჩევნებს წააგებენ და ხელისუფლებას დაკარგავენ და ამ შიშით ათას სისულელეს და უკანონობას ჩადიან. ერთ-ერთი, რასაც აღვირახსნილ უტიფრობას და უკანონობას ამ შიშით აკეთებენ არის ის, რომ ხელისუფლება მარეგულირებელ კომისიას იყენებს იმისთვის, რომ ცენზურა დააწესოს და გააუქმოს, აკრძალოს ის რეკლამა, რომელიც ჩვენი პარტიის სახელით გადის უფასო პოლიტიკურ რეკლამად. მარეგულირებელმა, სინამდვილეში ცენზურის კომიტეტმა, ხელისუფლების დაკვეთით, ტელევიზიებში გაგზავნა წერილები, ეს რეკლამა არ გაუშვათო. რა რეკლამაზეა საუბარი შეგახსენებთ. ჩვენ უბრალოდ ავიღეთ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლები და საარჩევნო დაპირებები, ერთმანეთზე მივამაგრეთ და ეთერში გავუშვით. ჩვენი სიტყვა იქ არაფერია და რა? აი, ის ქოსა ტყუილები, თაღლითობა და გადაგდება, შევახსენეთ ხალხს. დღეს უკვე ღია ღალატზე არიან გადასულები მოტყუებისა და გადაგდების გარდა,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)