ალეკო ელისაშვილი ძალის გამოყენებით ჩასვეს პოლიციის მანქანაში

ჯერჯერობით უცნობია დააკავეს თუ არა , რომელსაც სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს, თუმცა პოლიციელებმა ის ძალის გამოყენებით ჩასვეს პოლიციის მანქანაში.
ელისაშვილი კანცელარიასთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან მივიდა მას შემდეგ, რაც მომიტინგეების მიერ მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.
კანცელარიასთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ უცნობია ამჟამად სად იმყოფება დეპუტატი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ნეტგაზეთის კითხვას არ პასუხობს. საპატრულო პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ელისაშვილი “გაარიდეს ტერიტორიას”.
აქციის მონაწილეები კანცელარიასთან მას შემდეგ დაიძრნენ, რაც მომიტინგეების მიერ “ოცნებისთვის” მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.
“დღესვე გაიტანონ ეს კანონპროექტი უკან”, – დემონსტრანტებმა ხელისუფლებას ამ შინაარსის განცხადებისთვის ერთი საათი მისცეს. ამ დროის გასვლის შემდეგ კი კანცელარიასთან მივიდნენ.
დღეს, 17 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.
რუსული კანონის მიღებას აკრიტიკებენ საქართველოს პარტნიორებიც, მათ შორის არაერთხელ გააკრიტიკეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი უკან გაიწვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებენ, რომ ეს თბილისს დააშორებს ევროკავშირისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – აქცია ვერ აღწევს კულმინაციას, ძირითად შედეგს, რისთვის არის მოწოდებული და დაიწყეს ახლა აკერმანის დღის წესრიგის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაწილზე საუბარი, ფატალურ შედეგზე

ირაკლი ქადაგიშვილი – აღმოჩნდა, რომ დაფინანსება, განსაკუთრებით პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებული „ენჯეოების“, ხმარდება სწორედ რევოლუციების მოწყობას ქვეყანაში და რადიკალიზმის გაღვივებას