ალეკო ელისაშვილი პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს

ფორმულას მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეების დეპუტატი, პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ასევე, ჩანს, რომ დეპუტატს სახის არედან სისხლი მოსდის.
აქციის მოქალაქეებმა ცოტა ხნის წინ პარლამენტიდან კანცელარიისკენ გადაინაცვლეს, სადაც სიტუაცია სამართალდამცავებსა და შეკრებილებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა.