ალეკო ელისაშვილი – მე ვიცავ საქართველოს თავისუფლებას და ღირსებას

მე ვიცავ საქართველოს თავისუფლებას და ღირსებას. ეს მშვიდობიანი მანიფესტაციაა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, ვითარება პერიოდულად იძაბება.
სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეების მისამართით ასევე გამოიყენეს წყლის ჭავლი, ე.წ. წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი.
საპოლიციო ზომები განმეორებით მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დარბევის პირველი მცდელობის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ