ალეკო ელისაშვილი – მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს წამმზომი ჩაურთეს, ერთი წლით ციხეში დაიჭერენ? დაიჭირონ – წულუკიანის ფეხის ბაკუნზე არავინ არსად მისვლას არ აპირებს

წულუკიანის ფეხის ბაკუნზე არავინ არსად მისვლას არ აპირებს, მით უმეტეს ჩვენი კოალიციის ლიდერები , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც კოალიციის ლიდერების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაბარებას გამოეხმაურა.
ს განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საგამოძიებო კომისია „ძლიერი საქართველოს“ შესაშინებლად და რეპრესიების იარაღად ჭირდება.
„პროკურატურა თუ მოგვადგება, მოგვადგეს. მომდგარები არ არიან? არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და ერთი წლით ციხეში დაიჭერენ? დაიჭირონ, ვინმეს ეშინია მაგათი? ამათ ვუგოროთ კოჭი და იმ სამარცხვინო რაღაცაში მივიღოთ მონაწილეობა? ჯერ ერთი ეს კომისია ამას ვერ გამოიძიებს, ეს არის სარეკომენდაციო სტრუქტურა, რომელიც დაწერს დასკვნას და გადაუგზავნის ან არ გადაუგზავნის პროკურატურას. პროკურატურაში დასკვნის გაგზავნა რად გინდა, ცოცხალი ადამიანები არიან და დადიან, იძახიან ეს და ეს მოხდა და არაფერს არ იძიებენ უმაქნისები. რამის გამოძიება თუ უნდოდათ, გამოიძიებდნენ.
დღეს ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ შეგვაშინონ და რეპრესიების იარაღად გამოიყენონ. ხედავენ, რომ თავი არ დავუხარეთ, არ დავუჩოქეთ, ჩვენი კოალიცია მაგრად და პრინციპულად დგას, აღარ იციან რა ქნან, რით შეგვაშინონ და მე ცალკე პროცესი მაქვს 1 აპრილს და ბადრის და მამუკას წამმზომი ჩაურთეს. მაგის ფეხის ბაკუნზე რომ არავინ აპირებს სიარულს, მაგის ჩვენება მინდოდა, მაგათი რაღაცების რომ არ გვეშინია მაგის ჩვენება გვინდოდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, თუკი კოალიციის ლიდერები საგამოძიებო კომისიაზე მივიდოდნენ, ამით კომისიისა და პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება მოხდებოდა.
„საგამოძიებო კომისიაზე მისვლით, ამათი აღიარება მოხდებოდა, ამ შაპიტოს ლეგიტიმაცია მოხდებოდა, კომისიის და პარლამენტის. მეორე, იქ შეურაცხყოფის მეტი არაფერი არ იქნებოდა, ვინ მოგცემდა ნორმალური დებატების საშუალებას. ბოლოს პარლამენტში დებატები იყო ან სიტყვა-პასუხი იყო? მიკროფონს ჩართავდი და შეურაცხყოფებს გაყენებდნენ. არ უკრავდნენ პირს ოპოზიციას ბოლო პერიოდში? მიკროფონს გამოგირთავენ, იმ ოთახში კი გააგონებ ხალხს, მაგრამ ეთერში ვერ გააგონებ“, – განახადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა, თუმცა სხდომაზე არც ერთი მათგანი არ მივიდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ პროცესებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. დროებითი საგამოძიებო კომისია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს. როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხაზარაძე კომისიის სხდომაზე, სადაც დაბარებული იყო, არ გამოცხადდა. კომისია პროკურატურისთვის მიმართვის საკითხზე იმსჯელებს ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც.