– კოალიციაში არავინ აპირებს აქოთებული მანდატით ისარგებლოს, პარლამენტში შესვლა კი არ გვჭირდება, ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი

კოალიციაში არავინ აპირებს იმ აქოთებული მანდატით ისარგებლოს, პარლამენტში შესვლა კი არ გვჭირდება, ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიცია ახლა აპირებს მოქმედებას და არა წუწუნს და ხელების ჩამოყრას.
„კოალიცია ძლიერი საქართველოს“ პოზიცია იცით ყველამ. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ სისაძაგლეს, რასაც დაარქვეს. პრეზიდენტთან მოვედით, რომ აზრები გავცვალოთ და სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ იმიტომ, რომ ახლა გვჭირდება მოქმედება. არავინ არ ვაპირებთ წუწუნს, ხელების და ყურების ჩამოყრას, ვაპირებთ მოქმედებას. დღეს რა უნდა გავაკეთოთ, ხვალ რა უნდა გავაკეთოთ, ზეგ რა უნდა გავაკეთოთ. ამაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და გამოვგლიჯოთ რუსეთს ხელიდან“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ორბელიანების სასახლეში ოთხი ოპოზიციური ძალის – “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლები პრეზიდენტს ხვდებიან. როგორც ცნობილია, 21:00 საათზე პრეზიდენტი, განცხადების გაკეთებას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”