ალეგრი მოლაპარაკებებს “ალ იტიჰადთან” აწარმოებს

“იუვენტუსის” ყოფილმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა, “ალ იტიჰადი” ჩაიბაროს, ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მასიმილიანოს აგენტი ჯოვანი ბრანკინი არაბულ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
“ალ იტიჰადი” შუა სეზონში მარსელო გალიარდომ ჩაიბარა, თუმცა კლუბში არსებული პრობლემების მოგვარება ვერ მოახერხა, მისი გაწვრთნილი გუნდი პროლიგის სატურნირო ცხრილში 51 ქულით მე-5 ადგილს იკავებს.
“ალ იტიჰადის” ღირსებას იცავენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ნ’გოლო კანტე, კარიმ ბენზემა და ჟოტა არიან.