“ალდაგი” სატვირთო ავტომობილების მფლობელებს სიახლეს სთავაზობს

ალდაგი ბიზნესისა და „გრინვეი საქართველოს“ პარტნიორობის ფარგლებში, სატვირთო ავტომობილის მფლობელი კომპანიები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც ალდაგში ავტოტრანსპორტის კორპორატიული დაზღვევის პოლისს შეიძენენ, „გრინვეი საქართველოში“ ტექდათვალიერების უფასო სერვისით ისარგებლებენ.
„გრინვეი საქართველო“ ტექინსპექტირების სფეროში ლიდერი კომპანიაა, რომელიც ექვსი წელია ბაზარზე ოპერირებს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში. კომპანიის ყველა ცენტრი აღჭურვილია ACTIA-ს წარმოების ტექნიკით.
გრინვეი თანამშრომლობს ესპანური ტექინსპექტირების კომპანია APPLUS-თან და საერთაშორისო ასოციაცია “CITA”-სთან, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის ორგანიზაციებს აერთიანებს და ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირებისა სფეროში საქმიანობენ.
„ტექინსპექტირების მთავარი მიზანი უსაფრთხოება და გარემოს გაუმჯობესებაა. ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს ისეთი სერვისები შევთავაზოთ, რომელიც არა მხოლოდ ხელშესახები სარგებლის მიღებას გულისხმობს, არამედ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს. ალდაგის ახალი მომხმარებლები, კორპორატიული მომსახურების ფარგლებში, გრინვეის სერვისცენტრებში ტექდათვალიერების მომსახურებას, უფასოდ, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიიღებენ“ – აცხადებენ ალდაგში.
კორპორატიული დაზღვევის ბიზნესში, სადაზღვევო კომპანია ალდაგი საქართველოში წლებია ლიდერობს, როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და არის ერთადერთი სადაზღვევო კომპანია საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს (AM Best bb+).

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…