ალბი კორძაია: ვფიქრობ, რომ ქვეყნის მოღალატეა და ამას მედავებიან

სამოქალაო აქტივისტი ალბი კორძაია, რომლის წინააღმდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ს შეურაცხყოფის ბრალდებით, ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო, გადაცემა “რეაქციაში“  ამბობს, რომ მას ედავებიან იმას, “რომ ფიქრობს, რომ წულუკიანი ქვეყნის მოღალატეა“.

კორძაიას თქმით, მისი პროტესტი იმან გამოიწვია, რომ “უღირსმა ადამიანმა, ასეთ ღირსეულზე ასეთი სიტყვები თქვა“.

  • ალბი კორძაია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 12 აპრილის ღამეს თეა წულუკიანის სახლთან პროტესტის ნიშნად მას შემდეგ მივიდა, რაც თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს „ვიღაცის პიარისთვის უაზროდ გაწირული“ უწოდა.

მისი თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ განრისხებული იყო, რადგან წულუკიანის სიტყვებმა მასზე ძალიან იმოქმედა.

გუშინ საღამოს დამირეკა დეტექტივმა, მითხრა, რომ  უწყებაში უნდა მივსულიყავი, რაზედაც, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. დღეს კი დამირეკა მოსამართლის თანაშემწემ, რომელმაც მითხრა, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრულია საქმე, შეურაცხოფის მიყენებაზე, რომელიც ითვალისწინებს 1500-დან 4000 ლარამდე ჯარიმას, ან 40-დღიან პატიმრობას. მასაც დავუსვი კითხვა, და ვკითხე, ფიქრობს თუ არა , რომ ანწუხელიძე პიარს შეეწირა, რაზედაც მიპასუხა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის. ასე დავასრულეთ საუბარი. ვიცი, რომ პროცესი ჩამენიშნება, 14 მაისს, ჯერჯერობით, არ გადამიწყვეტია, მივალ თუ არა. მე მედავებიან სიტყვა რუსს და ქვეყნის მოღალატეს. მედავებიან, რომ მე ვფიქრობ, რომ თეა წულუკიანი ქვეყნის მოღალატეა“,- ამბობს კორძაია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“