აქტივისტი ალბი კორძაია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თეა წულუკიანის შეურაცხყოფის ბრალდებით მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.
ალბი კორძაიას თქმით, მას გამომძიებელმა დაურეკა და მას განყოფილებაში დაიბარა, რაზეც აქტივისტმა უარი უთხრა.
აქტივისტი გამომძიებელთან სატელეფონო საუბარს თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს:
„ჩემი პოზიცია ძალიან კარგად არის თქვენთვის გასაგები, რომ თეა წულუკიანი არის რუსი, ქვეყნის მოღალატე, და ეს შეურაცხყოფა არ არის. ეს ფაქტია“. – უთხრა აქტივისტმა გამომძიებელს საუბარში.
ცნობისთვის, ალბი კორძაია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 12 აპრილის ღამეს თეა წულუკიანის სახლთან პროტესტის ნიშნად მას შემდეგ მივიდა, რაც თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის ეთერში საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს „ვიღაცის პიარისთვის უაზროდ გაწირული“ უწოდა.