ალბანეთის ოპოზიციურმა დემოკრატიული პარტიის წევრებმა ორშაბათს პარლამენტის შუაგულში ცეცხლი დაანთეს და ფერადი კვამლი გაუშვეს. ამ ფორმით მათ 2024 წლის ბიუჯეტის კენჭისყრა შეაჩერეს.
დეპუტატებმა პალატის ცენტრში სკამები დაყარეს და წითელი, მწვანე და მეწამული ფერის კვამლი გაუშვეს. დაცვამ აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრ ედი რამას ადგილიდან უკან დააბრუნა.
ერთმა დეპუტატმა პატარა ცეცხლი დაანთო, რომელიც მალევე ჩააქრეს.
პარტიის დე-ფაქტო ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, სალი ბერიშამ, მთავრობა დაადანაშაულა პარლამენტში ოპოზიციის გაჩუმების მცდელობაში, სადაც რამას სოციალისტურ პარტიას აქვს უმრავლესობა.
ბიუჯეტის პირველი კენჭისყრისთვის სხდომა 5 წუთზე ცოტა ხანს გაგრძელდა.
გასულ თვეში პროკურორებმა ბერიშსა და მის სიძეს ბრალი წაუყენეს კორუფციაში მიწის გარიგების გამო, რომელიც სპორტული კლუბის მოედნებს ეხებოდა. პროკურორები ადანაშაულებდნენ მას 2005 წლიდან 2009 წლამდე პრემიერის პოსტზე თავისი გავლენის გამოყენებაში ზეწოლის განსახორციელებლად “პრივატიზაციის პროცედურების დასრულებისთვის სხვების, მათ შორის მისიქალიშვილის ქმრის სასარგებლოდ”.
მისი სიძე დააკავეს, მაგრამ ბერიშს, როგორც დეპუტატს, აქვს დევნის იმუნიტეტი. მას არ აქვს უფლება ქვეყანა დატოვოს.