ალა პუგაჩოვას ჯოხარ დუდაევის ქებისთვის სასამართლოში უჩივიან (ვიდეო)

რუსმა მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ, ბოლო ინტერვიუში, იჩქერიის პირველ პრეზიდენტზე, ჯოხარ დუდაევზე დადებით კონტექსტში ისაუბრა და მას “ზრდილობიანი, წესიერი კაცი უწოდა”.

“პირველი ჩეჩნეთის ომი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა, იმიტომ რომ ჯოხარ დუდაევს ვიცნობდი. ის იყო ზრდილობიანი, წესიერი ინტელიგენტი კაცი, ლამაზი კაცი. და ძალიან კარგი ცოლი ჰყავდა: მხატვარი, მწერალი, პოლიტიკოსი. მრცხვენია კიდეც: მირეკავდა, ეგონა, რომ დახმარება შემიძლია. და რით შემეძლო დახმარება? არაფრით. მოკითხვის ახლაც კი მრცხვენია. ალა ფიოდოროვნა, თუ ნახავთ ამ ინტერვიუს ბოდიშს გიხდით რომ ვერაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჯოხარი ცოცხალი ყოფილიყო”. – თქვა პუგაჩოვამ ინტერვიუში.

პუგაჩოვას წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა ადვოკატმა ალექსანდრ ტრეშიოვმა, რომლის აზრით, მომღერალმა თავისი განცხადებით, მას, როგორც ავღანეთის ვეტერანს შეურაცხყოფა  მიაყენა. მიყენებული მორალური ზიანის კომპენსაციად ადვოკატი 1.5 მილიარდ რუბლს ასახელებს.

საჩივრის განხილვა ამ ეტაპზე არ დაწყებულა. უცნობია, თუ რა მუხლით შეიძლება დაიწყოს გამოძიება. 2021 წელს რუსეთში ვეტერანების შეურაცხყოფის კანონი გამკაცრდა, თუმცა ახალი კანონმდებლობა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე ვრცეკდება.

ეს პირველი მსხვილი საჩივარი არ არის, რომლითაც სამთავრობო სატელევიზიო შუების ხშირმა სტუმარმა ტრეშოვმა სასამართლოს მიმართა. 2024 წელს ის “თითქმის შიშველი წვეულების” ორგანიზატორებისგან მილიარდ დოლარს ითხოვდა.

ასევე, პუგაჩოვას რამდენიმე სამთავრობო მედიამ “ტერორისტის გულშემატკივარი” უწოდა.

გარდა ამისა, მომღერლის ნათქვამს უპასუხა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკის მინისტრმა, ახმედ დუდაევმა:

“ის შეურაცხყოფას აყენებს ჩეჩენ ხალხს. ს ფედერაციის სიძულვილით გაჟღენთილმა, თავს უფლება მისცა გაეკეთებინა ისეთი პროვოკაციული განცხადებები, რომლებიც ჩეჩენ ხალხს შეურაცხყოფს”.

იმავე განცხადებაში ახმად დუდაევმა ჯოხარ დუდაევს უწოდა “ტერორისტი, რომლის გამოც ჩეჩნეთი ქაოსსა და ნგრევაში აღმოჩნდა”.

ში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვა. მომღერალი და მისი ქმარი, კომიკოსი მაქსიმ გალკინი, შვილებთან ერთად ისრაელში ცხოვრობენ. წყვილი პუტინის ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებს.

წყარო