“ალა ლუსულ კანონს” – წულუკიანმა სტენსილის ავტორებს უპასუხა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თავის ფეისბუქგვერდზე საპროტესტო სტენსილს გამოეხმაურა. აღნიშნულ სტენსილზე წერია: “თეა კულტურა შენი სპორტი არაა”.
“ათეიზმის ეს ფორმა საინტერესო მგონია. ამის დამწერმა ავტორებმა ღამე რატომ გატეხეთ, დღის შუქზე გააკეთეთ რაღა. ტარაკანა ხომ არა ხარ, ოხერი.
ალა ლუსულ კანონს”, – წერს წულუკიანი.