აკრძალული ჩინური კომპონენტის გამო, აშშ-ში ათასობით Porsche-ს და Bentley-ს კონფისკაცია მოხდა – FT

-ს პორტებში რამდენიმე ათასი Porsche-ს, Bentley-ს და Audi-ს კონფისკაცია მოხდა მას შემდეგ, რაც მომწოდებელმა – Volkswagen ჯგუფმა მანქანებში ჩინური კომპონენტი აღმოაჩინა, რომელიც იძულებითი შრომის კანონებს არღვევდა, ამის შესახებ Financial Times წერს.
FT-ს წყაროები აცხადებენ, რომ რომ მანქანებზე აღმოჩენილი ნაწილი „დასავლეთ ჩინეთიდანაა” და VW-მ თავდაპირველად მისი წარმომავლობის შესახებ არ იცოდა. გამოცემის წყაროებმა არ დააკონკრეტეს რომელ დეტალზე იყო საუბარი, თუმცა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გერმანიის კონცერნმა აშშ-ის ხელისუფლებას კანონის დარღვევის შესახებ მაშინვე აცნობა, როგორც კი ნაწილის წარმომავლობა გახდა ცნობილი.
FT-ის წყაროებმა ვერ დაადასტურეს, იყო თუ არა ნაწილი დამზადებული სინძიანში. ამავე დროს, მათ აღნიშნეს, რომ პრობლემა შეეხო ათასზე მეტ Porsche-ს სპორტულ მანქანას და SUV-ს, რამდენიმე ასეულ Bentley-ს და რამდენიმე ათას Audi-ს. ასევე, მათი თქმით, აშშ-ის საბაჟო ორგანოების თანხმობით, VW-მ უკვე დაიწყო მანქანების შეკეთება და აკრძალული ნაწილის შეცვლა.
ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სინძიან უიგურის ავტონომიური რეგიონი დასახლებულია ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული უმცირესობით – უიღურებით, რომელთა უმეტესობა ისლამს აღიარებს. ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, სინძიანში მოქმედებენ სეპარატისტული ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებული არიან საერთაშორისო ტერორისტულ ისლამისტურ დაჯგუფებებთან. ვაშინგტონმა არაერთხელ უწოდა ჩინეთის პოლიტიკას უიღურების მიმართ გენოციდი, მაგრამ უარყო ასეთი ბრალდებები.

ასევე დაგაინტერესებთ