აკაკი გვინიაძე: ჩრდ. კორეელებივით ფიზიკურად არ ომობს საქართველო უკრაინის ფრონტზე, მაგრამ, სულ მცირე, საინფორმაციო – პროპაგანდისტულ ომში ნამდვილად რუსეთის მხარდამხარ იბრძვიან

“გიორგი გახარიამ ერთ-ერთ ეთერში ამხილა “ოცნებამ”, ჩვენმა ხელისუფლებამ ნაცვლად სიფრთხილისა და ნეიტრალიტეტისა, ომში ჩაგვრთო და ისიც რუსეთის სასარგებლოდო.
მოუმზადებელ თავს გაუკვირდებოდა, რა ომში ჩაგვრთო, სადაა ჩვენი ჯარი ფრონტზეო და მართლაც, ჩრდ. კორეელებივით ფიზიკურად არ ომობს საქართველო უკრაინის ფრონტზე, მაგრამ, სულ მცირე, საინფორმაციო – პროპაგანდისტულ ომში ნამდვილად რუსეთის მხარდამხარ იბრძვიან.
რუსულმა პროპაგანდამ აბსურდული ტყუილი მოიფიქრა, მაკრონი (საფრანგეთის პრეზიდენტი), სტარმერი (ბრიტანეთის პრემიერი) და მერცი (გერმანიის კანცლერი) კოკაინს მოიხმარდნენ ერთად და ან დროს ჟურნალისტები მოულოდნელად დაადგნენ თავზეო.
ეს სისულელე სიტყვა-სიტყვით გადმოიტანა ქართულმა პროპაგანდა, ხალხის გამოთაყვანების სპეცოპერაციის ფარგლებში.
სერიოზულად ამტკიცებენ, რომ ერთი – მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოს ლიდერები კოლექტიურად მოიხმარენ კოკაინს და მეორეც – მათთან ვინმე მოულოდნელად შეიძლება მოხვდეს.
და ბოლოს, ტყუილს ზოგადად და ამას განსაკუთრებით მოკლე ფეხები აღმოაჩნდა, სპეციალური უნარების გარეშეც, უბრალოდ ფოტოს გადიდებით ნათელი ხდება, რომ ეს გამოყენებული ხელსახოცია.
პროპაგანდა უნდა დაისაჯოს, მაკრონის, სტარმერისა და მერცის ცილისწამების გამო კი არა, მაგათ არც არაფერი დააკლდებათ, ხალხს რომ ასეთ სულელებად გვთლიან, ამისთვის,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი აკაკი გვინიაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო