აკაკი ალადაშვილი – საბურთალოს რაიონის მოსახლეობა ყოველდღიური შეხვედრებისას, მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ყაზბეგის N17-19-ისა და იოსებიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ქვეყანაში მშვიდობის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მოსახლეობა გაეცნო „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებს.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის, შემდეგ „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის განვითარებისათვის და წინსვლისთვის. ჩვენი, მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა და დავიბრუნოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს პირობა მისცა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თითოეულ მოქალაქის სათქმელს მიიტანს საკანონმდებლო ორგანოში.
ასევე, დელეგატი აღნიშნავს, რომ საბურთალოს რაიონის მოსახლეობა ყოველდღიური შეხვედრებისას, მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია