აკადემიკოს „ვახტანგ შამილაძის სახელობის ხელვაჩაურის სტიპენდიით მოსარგებლე სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, კომისიის სხდომა ჩატარდა

აკადემიკოს „ვახტანგ შამილაძის სახელობის ხელვაჩაურის სტიპენდიით მოსარგებლე სტუდენტთა ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, კომისიის სხდომა ჩატარდა.
მუნიციპალიტეტს 88 სტუდენტმა მომართა განცხადებით, კომისიის გადაწყვეტილებით 79 სტუდენტი დაფინანსდება, თითოეული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას 500 ლარის ოდენობით, 9 განცხადება, რომელიც არ აკმაყოფილებდა პროგრამით მოთხოვნილ კრიტერიუმებს არ დაკმაყოფილდა: კერძოდ პროგრამა არ აფინანსებს სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულების მეორე საფეხურის სტუდენტებს და იმ სტუდენტებს, რომელთაც სემესტრული შეფასება (საშუალო შეწონილი) აქვთ 91 ქულაზე ნაკლები.
პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირველი საფეხურის სტუდენტების დაფინანსებას ითვალისწინებს, რომლებსაც 2023-2024 წწ პირველ სემესტრში აკადემიური შეფასება მაღალი (A კატეგორია) ჰქონდათ.
სხდომას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მირიან კვირიტიძე ხელმძღვანელობდა.
გიზიარებთ, გამარჯვებულ სტუდენტთა სიას:

ასევე დაგაინტერესებთ

ვერშემდგარი პოლიტიკოსი, თაღლითობაში გაწაფული მამუკა ხაზარაძე აშშ-ს მოუწოდებს, რომ ზეწოლა განახორციელოს ლეგიტიმურ “ქართულ ოცნებაზე” – ასეთი გამყიდველები სამშობლოს კი არა, ოჯახსაც დათმობენ ხეირის გამო