აკადემია UNIKO-ში, პროფესიული განვითარების ასოციაციის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო, შემოქმედებითი აქტივობა მოეწყო

მომავალი წინ არის – ამ სლოგანის ქვეშ ხელოვნებისა და დიზაინის აკადემია UNIKO-ში პროფესიული განვითარების ასოციაციის მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო, შემოქმედებითი აქტივობა მოეწყო.
სამხატვრო ხელმძღვანელმა, მხატვარ-დიზაინერმა ქეთევან დარსაველიძემ მომავალ, პატარა ფეხბურთელებს და მათ მშობლებს ბურთები და სპეციალური საქომაგო საკომუნიკაციო გზავნილები მოახატინა.
,,მსგავსი სახის ღონისძიებები მნიშვნელივანია, რადგან ჩვენმა ბიჭებმა მსოფლიოს აჩვენეს, თუ რა შეუძლია საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ვამაყობთ და ვაფასებთ თოთოეული მათგანის თავდადებასა და შრომას” -ქეთევან დარსაველიძე
კრეატიული ნაკეთობებით, დროშებით, სპეციალური ნაკრების მაისურებით
ჩვენი ქვეყნის გმირების მიმართ მონაწილეებმა
საზეიმო მხარდაჭერა გამოხატეს.
,,დღეს ჩვენი აკადემიის მოსწავლეებთან და მომავალ ფეხბურთელებთან ერთად ულამაზესად მოვხატეთ ბურთები და საყვარელი ფეხბურთელებიც დავაწერეთ. აკადემია UNIKO ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და გვსურს, რომ უდიდესი გვერდში დგომა და სიამაყე გამოვხატოთ ჩვენი ბიჭების მიმართ” -მზია მამაგულაშვილი, აკადემია “უნიკოს” დამფუძნებელი და დირექტორი
ამ კრეატიული ღონისძიების იდეის ავტორი პროფესიული განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი და აკადემია “უნიკოს” საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი მარიამ პაკაცოშვილია, რომლის განცხადებითაც, ღირსეული ბრძოლისთვის და სპორტულ რუკაზე საქართველოს საამაყოდ წარმოჩენისთვის ეს ის მცირედი აქტივობაა, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძლება გამოხატონ